დასახელება:
სავაჭრო წარმომადგენელი/პრისეილერი
|
მომწოდებელი:
მზიური
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მასლიანა, ფერმა, ტულჩინკა, გრემიო, კაპრო...) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს, ვაკანსიას ქ.ბათუმში სავაჭრო წარმომადგენლის (პრისეილერის) თანამდებობაზე HORECA-ს მიმართულებით.
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
** ფიქსირებულ ხელფას
** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას
** სამოტივაციო ბონუს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საწვავით უზრუნველყოფას
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1წელი გამოცდილება
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა
** საკუთარი ავტომობილის ფლობა
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
მოვალეობები:
** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება
** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია.
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში.
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი.
** გაამყაროს კონსტრუქტიული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე.
** უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.jishkariani@mziuri.com.ge და ვაკანსიის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
** მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
** სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
** ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
** მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
** მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
** ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
** ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
** შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
|
|
|
|