Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=607179&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: პეტრაიმექსი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
შპს "პეტრაიმექსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

კომპანიაში დასაქმებული მთავარი ბუღალტრის ძირითადი ფუნქციები იქნება:

** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
** ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით;
** ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, გადარიცხვების შესყიდვების/რეალიზაციების საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა;
** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი;
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** Ms Excel-ის ცოდნა;
** სასურველია იმპორტ-ექსპორტის საკითხებში მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე ts@georgtrans.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია