დასახელება:
მორიგე ექიმი კარდიოლოგი
|
მომწოდებელი:
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
შპს "რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას კარდიოლოგიის განყოფილებაში მორიგე ექიმი კარდიოლოგის პოზიციაზე.
ვაკანტური პოზიცია - 1 (ერთი)
ადგილმდებარეობა: ზუგდიდის რაიონი, სოფ. რუხი, მე-19 ქ., N23.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტის გასინჯვა-დათვალიერება, ისტორიის შევსება დადგენილი ფორმით;
** შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა, დანიშნული მკურნალობის კონტროლი;
** სამკურნალო სტანდარტით გათვალისწინებული გამოკვლევების და კონსულტაციების დროულად უზრუნველყოფა;
** კლინიკურ კონფერენციებში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება ავადმყოფის შესახებ, განხილვა ავადმყოფის მდგომარეობის, დადგენა შესაძლო გამომწვევი მიზეზის;
** მკურნალობის თანამედროვე და ეფექტური მეთოდების გამოყენება;
** სამედიცინო დოკუმენტაციისა და რეგისტრაცია-ანგარიშგების ფორმების სწორად და დროულად წარმოება;
** სამედიცინო სახარჯი მასალის, მედიკამენტებისა და რეაქტივების ხარჯეფექტური გამოყენება და კლინიკაში არსებული მოწყობილობა/აპარატურის უსაფრთხო და გამართული ექსპლუატაცია;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** სავალდებულოა შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@rukhihospital.ge
სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფო"-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|