დასახელება:
დისტანციური არხების განვითარების ჯგუფის უფროსი
|
მომწოდებელი:
ჯიპიაი ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 24 იანვარი
|
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას დისტანციური არხების განვითარების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
** დისტანციური არხების მენეჯერების გუნდის მართვა;
** მსხვილი პროექტების დაგეგმვასა და აღსრულებაში მონაწილეობა (მოლაპარაკებების წარმართვა, ტექნიკური მხარის კონტროლი, პროექტის დანერგვა);
** მსხვილ კორპორაციულ კლიენტებთან ყოველთვიური რეპორტინგი;
** არსებული პორტფელების მართვა და პოლისებთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა არხიდან მიღებულ მოთხოვნებზე რეაგირება და ინფორმაციის მიწოდება;
** პოტენციური დაზღვეულებისთვის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** სადაზღვევო პროგრამაში მუშაობა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სასურველია დაზღვევის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება გუნდის მართვის გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დისტანციური არხების განვითარების ჯგუფის უფროსი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
რეზიუმეების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 24 იანვარი.
ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
|
|
|
|