Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Whiz.io Soft
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
კომპანია "WHIZ.IO SOFT"-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"WHIZ.IO SOFT"-ი ახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფების შექმნას კომპანიის ბიზნეს-პროცესიდან გამომდინარე ინდივიდუალურად თითოეული კომპანიისათვის;

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტის მახასიათებლების კარგად ცოდნა;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა;
** ცივი ზარებით, ელ-ფოსტით და სოციალური ქსელების საშუალებით ახალი კლიენტების მოძიება და კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება;
** გაყიდვების განხორციელება და შედეგების მონიტორინგი;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
** ყოველთვიური გეგმის შესრულება;
** რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომხმარებელთა მომსახურების მინიმუმ 1+ წლიანი გამოცდილება;
** მაღალი დონის პასუხისმგებლობის გრძნობა კლიენტებთან განსაკუთრებული მომსახურებისა და ურთიერთობის დამყარებისადმი;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
** პრობლემების გადაჭრის და ორგანიზაციული უნარები;
** ინდივიდუალურად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** საოფისე ინსტრუმენტების ცოდნა - Word, Excel, PowerPoint, CRM

სამუშაო პირობები:

** ორშაბათი-პარასკევი, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე;
** ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;

თუ თვლით, რომ მოცემულ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, ჩვენს გუნდში თქვენი მუშაობა გაგვიხარდება.

გთხოვთ CV გადმოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@whizio.ge და Subject-ში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი".

წარმატებებს გისურვებთ!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე