დასახელება:
უმცროსი გეოდეზისტი
|
მომწოდებელი:
ბიოგრაფი ლივინგ
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 07 თებერვალი
|
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გეოდეზისტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ძირითადი მოვალეობები:
** საპროექტო მიწის ნაკვეთის შესწავლაში მონაწილეობის მიღება;
** მშენებლობის პროცესში შემსრულებლის მიერ დაკვალულ გეოდეზიური წერტილების გადამოწმებაში მონაწილეობის მიღება;
** უფროსი გეოდეზისტის დახმარება ყველა ტიპის გეოდეზიური სამუშაოს შესრულებაში;
** გეოდეზისტის მიერ მითითებულ საორიენტაციო წერტილებთან მიმართებაში, ადგილზე აწყობილი ყალიბების სისწორის და გეომეტრიის (სვეტების, კედლების, ყალიბების ვერტიკალობა და ზომები; გადახურვის ფილების, რიგელების და კონსოლების დონეები) გადამოწმება;
** ყალიბის გამოხსნის შემდგომ, პროექტთან მიმართებაში კონსტრუქციული ელემენტების გადამოწმება და ცდომილების შემთხვევაში ნახაზზე აღნიშვნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ინჟინერ-გეოდეზისტის განხრით;
** სასურველია Auto CAD-ის ცოდნა;
** სასურველია არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა;
** სასურველია ტახეომეტრის, GPS და ნიველირის ინსტრუმენტების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/e34ViVh
|
|
|
|