Робота для біженців з України
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: პარვუს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
პარვუს ჯგუფი ეძებს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები და შესასრულებელი სამუშაო:

** კომპანიის მიზნების, ამოცანების, ხედვებისა და მიმართულებების იდენტიფიცირებაში მონაწილეობა;
** ადამიანური რესურსების მართვის გეგმების შემუშავება და მორგება კომპანიის ძირითად მიზნებსა და სტრატეგიებთან;
** კომპანიაში მიმდინარე პერსონალის მართვის პოლიტიკის, წესებისა და სტანდარტების შემუშავება;
** HR პლატფორმის ადმინისტრირება;
** შიდა კომუნიკაციის, ახალ თანამშრომელთა ინტეგრაციის, გუნდის ფორმირებისა და შესაძლებლობების განვითარების პროექტებში ჩართულობა.
** პერსონალის შერჩევა, შეფასება, მოტივაციის სისტემები და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა;
** ადამიანურ კაპიტალთან დაკავშირებული სხვადასხვა წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და პროცესების დაგეგმვა პრობლემის მოგვარების მიზნით;
** კომპანიის საშტატო მდგომარეობის კონტროლი და ანალიზი;
** შეფასებისა და სამოტივაციო სისტემების შემუშავება, დაგეგმვა და მართვა;
** საკვალიფიკაციო ტრენინგების ჩატარების იდენტიფიცირება, დაგეგმვა და მართვა;
** კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო პროცესებში სიახლეების (ტექნიკური, ორგანიზაციული, ადმინისტრაციული და სხვა) ინიცირება;
** კომპანიის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის შექმნა და შეფასების პროცესში ჩართულობა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შიდა როტაცია და შვებულებების გადანაწილება სამუშაო პროცესის შეუფერხებლად;
** ახალი თანამშრომლის სწავლებისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება;
** საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ ადამიანებთან მუშაობის გამოცდილებას;
** საინტერესო პროექტებს და უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ გარემოს.

გთხოვთ რეზიუმეები გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე, არაუგვიანეს 2024 წლის 31 იანვრისა ელექტრონულ ფოსტაზე Info@parvus.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე