დასახელება:
მითერი
|
მომწოდებელი:
გერმანული ჰოსპიტალი
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი სს "გერმანული ჰოსპიტალი" - დაარსდა 2019 წელს. ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გერმანელი და ქართველი პროფესიონალი ექიმებით. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში შესაძლებელია მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სს "გერმანული ჰოსპიტალი" გამორჩეულია მყუდრო და კომფორტული გარემოთი.
ს.ს. "გერმანული ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე:
მის: თბილისი, კოსმონავტების ქუჩა №45ა
მოთხოვნები:
** კლინიკაში თითოეულ შემოსულ პირთან კომუნიკაცია.
** პაციენტის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება.
** საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და პაციენტისთვის მიწოდება.
** პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ.
** რიგების და პრობლემური სიტუაციების მართვა.
** კლინიკის მოსაცდელში მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა.
უნარები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ან რუსული (საკომუნიკაციო დონეზე) ჩაითვლება უპირატესად.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამედიცინო განათლება;
** სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: hr@hgh.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მითერი".
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|