Робота для біженців з України
ScentAir ბრენდის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ScentAir ბრენდის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ციკლონი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
კომპანია "ციკლონი" აცხადებს ვაკანსიას "ScentAir" ბრენდის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ამერიკული კომპანია "ScentAir" დღესდღეობით არის საუკეთესო საშუალება არომა მარკეტინგისთვის, რომელსაც ჰყავს 120-ზე მეტ ქვეყანაში ოფიციალური წარმომადგენელი და გლობალურად გაყიდვების 85% სწორედ მათ ეკუთვნით (http://www.scentair.com/ | http://www.scentair.ge/).

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და ბაზების შექმნა;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** კომპანიის Instagram & Facebook გვერდებს მართვა;
** კლიენტებისგან უკუკავშირის მიღება და რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელობასთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** 0, 5-2 წლამდე სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული და და განვითარებაზე ორიენტირებული;
** შედეგზე ორიენტირებული.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 საათამდე (ერთი საათი შესვენება);
ლოკაცია: ვ.ნოზაძის 21, დიღომი (ქ.თბილისი);
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი-დან (დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე) და ასევე დამატებითი ბონუსური სისტემა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: saba@cyclone.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ: კორპორატიული გაყიდვები მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე