დასახელება:
გარე გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
თურქული კომპანია ლეთა
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
თურქული კომპანია "ლეთა"-ს საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"ლეთა"-ს საქმიანობა სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, დიდი პროექტებისთვის ინტერიერის და ექსტერიერის ავეჯის მიწოდებაა. საქართველოში ლეთა თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა რედისონი, ქინგ დევიდი, ლოპოტა, ორო და ა.შ.
კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლისთვის საქმის ადგილზე შესწავლას.
პოზიციის მოვალეობებია:
** პოტენციურ კლიენტებთან (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, ოფციები) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
** კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
** ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
** ახალ პროექტებზე ინფორმაციების მოძიება;
** შეთავაზებების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა;
პიროვნული მახასიათებლები:
** პუნქტუალური;
** დისციპლინირებული;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში (1-2 თვე, დამოკიდებულია თანამშრომელზე) ხელზე ასაღები 900 ლარი, შემდეგ 1200 ლარი + ბონუსი ყოველი გაყიდვიდან.
გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 11 საათიდან 19:00 საათამდე.
ლოკაცია: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #68
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, არა უგვიანეს 20 იანვრისა გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: natali.nogaideli@gmail.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|