თურქული კომპანია "ლეთა"-ს საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
"ლეთა"-ს საქმიანობა სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, დიდი პროექტებისთვის ინტერიერის და ექსტერიერის ავეჯის მიწოდებაა. საქართველოში ლეთა თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა რედისონი, ქინგ დევიდი, ლოპოტა, ორო და ა.შ.
კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლისთვის საქმის ადგილზე შესწავლას.
პოზიციის მოვალეობებია:
** შოურუმის გაღება-დახურვა, შესაბამისად, 11:00-19:00 სთ-ზე;
** მეილსა და სხვა საკომუნიკაციო არხებზე მიღებული შეტყობინებების გაცნობა, პასუხის გაცემა;
** პროექტის დამუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში, დროულად ჩააბაროს ანგარიში დამსაქმებელს და შეასრულოს დამსაქმებლის სხვა საქმესთან დაკავშირებული დავალებები;
პიროვნული მახასიათებლები:
** პუნქტუალური;
** დისციპლინირებული;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 500 ლარი.
გრაფიკი: კვირაში 2 დღე, შაბათი და კვირა, 11 საათიდან 19:00 საათამდე.
ლოკაცია: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #68
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, არა უგვიანეს 20 იანვრისა გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: natali.nogaideli@gmail.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|