Робота для біженців з України
სარეზერვო მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარეზერვო მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ნეოლეთი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
კომპანია "NEOLLET" იზრდება და გვაქვს სარეზერვო მოლარე-ოპერატორის რამდენიმე ვაკანსია ქ. თბილისში.

თუ დაინტერესებული ხართ ფინანსური მომსახურების სფეროთი და გსურთ შეუერთდეთ დინამიკურ და ინოვაციურ კომპანიას, ეს ვაკანსია თქვენთვის არის.

სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: (წინასწარ დადგენილი გრაფიკით (10:00 საათიდან 22:00 საათამდე) საშუალოდ თვეში 10 დღე)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი ფიქსირებული დღიური ანაზღაურება. გამოსაცდელი ვადის შემდეგ დაემატება საბონუსე სქემაც.

ფუნქციები:

** მომხმარებელთა მომსახურება;
** ფინანსური ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის გაწევა;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** დღიური დოკუმენტაციის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** რთულ სიტუაციების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: work@neollet.com; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("სარეზერვო მოლარე-ოპერატორი - თბილისი"). დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე