Робота для біженців з України
ოფისის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი - შპს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

შპს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N230
სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ოფისის ადმინისტრატორი ასრულებს მნიშვნელოვან როლს საოფისე ოპერაციების შეუფერხებლად და ეფექტურად წარმართვის უზრუნველსაყოფად.

ძირითადი სამუშაო მოვალეობები:

** ოფისის ადმინისტრირება, ყოველდღიური საოფისე ოპერაციების ზედამხედველობა;
** მენეჯმენტის ყოველკვირეულ შეხვედრებზე დასწრება, შეხვედრების ოქმის (MOM) გაკეთება და შესაბამისი პირებისთვის დასრულებული დოკუმენტის მიწოდება;
** ახალი თანამშრომლების ონბორდინგში მონაწილეობის მიღება;
** საოფისე მარაგების მართვა: შენახვა, განკარგვა;
** საოფისე კორესპონდენციის (წერილების, სატელეფონო ზარები, ფოსტა) შეუფერხებელი მართვა;
** ოფისის ჰიგიენისა და ოფისის ტექნიკის მოვლა-შეკეთების კოორდინაცია;
** შეხვედრების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** საკონტაქტო პირი ოფისისთვის, შიდა და გარე კომუნიკაციისთვის;
** HR დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა.

სავალდებულო უნარები და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება, სასურველია, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ოფის მენეჯერის/ადმინისტრაციული მენეჯერის/ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის არა ნაკლებ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა.

ძირითადი უნარები და კვალიფიკაციები:

** ძლიერი ორგანიზაციული უნარები
** მაღალი დონის წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ოფისის გამართული ოპერაციების უზრუნველყოფის უნარი.

ბენეფიტები:

** ფასდაკლება ორგანიზაციის პროდუქციაზე;
** კომპანიის მიერ თანამშრომლის წილი საპენსიო შენატანის (2%) დაფარვა.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე