Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: Inex Group
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ბათუმში.

"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 900 ლარი + 100 ბონუსი

სამუშაო აღწერილობა:

** სრული კონტროლი კომპანიის საწყობში განთავსებულ ამანათებსა და მასში მიმდინარე პროცესებზე;
** ამანათების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება;
** შემოსული და გასული ამანათების კონტროლი, შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
** ამანათების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება.
** საწყობის პერიოდული აღწერა, ნაშთების კონტროლი და რეპორტების წარმოება შესაბამის დეპარტამენტთან.

მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** შესაბამისი ფიზიკური მონაცემები.

პოზიციაზე განიხილებიან სტუდენტებიც.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "საწყობის თანამშრომელი".

წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, დასაქმების მსურველი რეზიუმეს (CV-ის) გამოგზავნით აცხადებს თანხმობას შპს "ინექს გრუპის" მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული მიმდინარე ვაკანსიისთვის, თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, იგივე ან მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში განხილვის მიზნით. დასაქმების მსურველს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, შესაბამისი განცხადების შემდეგ მისამართზე გამოგზავნის გზით: career@inex.ge

კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე