Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=607027&print=yes&view=jobs
 
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://www.nutrimax.ge

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციაზე მივესალმებით გამოცდილ, კომუნიკაბელურ, დეტალებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

სამუშაო ადგილი - ზემო ფინიჭალა
სამუშაო გრაფიკი - 09:00-18:00 (ორშ-პარ), 09:00-16:00 (შაბათი)
ანაზღაურება - 2000 - 2500 (Net)
დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან); კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტის მიღება-გაცემა, კონტროლი და შესაბამისი პროგრამული აღრიცხვა;
** საწარმოო პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მონიტორინგი;
** სასაწყობე ნაშთების აღრიცხვა და კონტროლი;
** საწყობში შრომის უსაფრთხოების, ჰიგიენის წესების დაცვა, ხარისხის ნორმების გათვალისწინება სამუშაო პროცესში;
** სამუშაო პროცესის გაუმჯობესება/ოპტიმიზაციაზე ზრუნვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საწყობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნაც);
** სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 10 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: recruiting@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის მენეჯერი".

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია