Робота для біженців з України
მიმღები უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღები უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
ბრიტანულ-ქართული აკადემია ეძებს გუნდის ახალ წევრს მიმღები უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და სტუმრების შენობაში შემოსვლა-გასვლის მონიტორინგი და აღრიცხვა;
** სკოლის შენობის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
** ობიექტის მატერიალური ფასეულობების გატანა-შემოტანის მონიტორინგი;
** ღონისძიებების დროს უსაფრთხოების პროცედურების ზედმიწევნით შესრულება და მონიტორინგი;
** თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** სასწავლოს დღის ბოლოს შენობის ინფრასტრუქტურის შემოწმება და მოწესრიგება;
** საგანგებო სიტუაციების დროს მოსწავლეების, თანამშრომლებისა და შენობაში მყოფი სხვა პირთა დაცვა და მათი ევაკუაციის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.

ბენეფიტები: ტრანსპორტირება, კვება, დაზღვევა.

აპლიკაციის მიღების პროცედურა:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ან/და შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge არაუგვიანეს 2025 წლის 31 იანვარს. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მიმღები უსაფრთხოების თანამშრომელი". გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.

ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდთა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცნობები ნასამართლეობის შესახებ.

ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ორგანიზაცია იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე