დასახელება:
IT გარე ინციდენტების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ტექნეტი
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.
კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას IT გარე ინციდენტების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო და სალარო მაგიდის ტექნიკურად გამართვა;
** სამუშაო და სალარო კომპიუტერის გაწერა საჭირო პროგრამებით;
** სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია/მონტაჟი;
** ქსელთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიკაცია/აღმოფხვრა;
** ქსელური მოწყობილობების და ქსელური სადენების მონტაჟი;
** კომპიუტერზე წარმოქმნილი პრობლემების გამოკვლევა და დაზიანების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება/შესაბამისი დრაივერის მოძიება;
** დაზიანებული ოპერაციული სისტემების აღდგენა/ახალი ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
** მომხმარებლების აქტივ დირექტორიაში გაწევრიანება;
** დაზიანებული მოწყობილობების გეგმურად ჩანაცვლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საკუთარი ავტომობილი - (სავალდებულოა);
** უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
** კომპიუტერული მოწყობილობების საბაზისო ცოდნა (დედა პლატა, პროცესორი, მყარი დისკი, ოპერატიული მეხსიერება (RAM) ვიდეოკარტა);
** თბილისის და შემოგარენის ქუჩების კარგად ცოდნა.
პროფესიული უნარები:
** კომპიუტერების ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია და გამართვა;
** ქსელური სადენების და აპარატურის მონტაჟი;
** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია.
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სხარტი აზროვნება;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 09:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება 1 300 (ხელზე ასაღები)
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@technet.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომლებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|