დასახელება:
რეგიონული საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის რედაქტორი
|
მომწოდებელი:
ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
JRC არის საინიციატივო ჯგუფის მიერ 2011 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ოთხი ძირითადი მიმართულებით: რეგიონული მედიის პროგრამული მრავალფეროვნება, მედიაგანათლება, მედიაკვლევები და მედია ადვოკატირება. 2024 წელს ორგანიზაციამ მიიღო EaP ევროპული ფორუმის სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო.
ცენტრი ეძებს რეგიონული საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის რედაქტორს, გამოცდილ გუნდთან სათანამშრომლოდ
ვაკანსია: რეგიონული საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის რედაქტორი
მოვალეობები:
** ყოველდღიური საინფორმაციო - ანალიტიკური გამოშვებების პროდიუსინგი და რედაქტირება
** თემების მოძიება, შერჩევა და გადამოწმება, მათ შორის, აქტუალური და რელევანტური საკითხების გამოვლენა.
** რესპონდენტებთან კომუნიკაცია და მათი ჩაწერის/სტუმრობის ორგანიზება.
** ყოველდღიური პროგრამის კონტენტის დაგეგმვა, გუნდთან კოორდინაცია და პროცესის მონიტორინგი.
** გადაცემისთვის საჭირო დამატებითი მასალების (ვიდეო, ფოტო, გრაფიკა) მოპოვება, მომზადებასა და მედია- დისტრიბუციაში აქტიური მონაწილეობა.
საჭირო უნარები:
** ჟურნალისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და გადამოწმების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა;
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა.
უპირატესობა მიენიჭება:
** მედია სფეროში ეთიკურად მუშაობის გამოცდილებას;
** მედიაპროგრამების პროდიუსინგისა და/ან რედაქტირების გამოცდილებას;
** მულტიმედიური მუშაობის უნარებს:
** ინგლისური ენის ფლობას.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: თბილისი. დიდი დიღომი, იოანე პეტრიწი 7
ანაზღაურება: - გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@jrc.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 25 იანვარი 2025
|
|
|
|