Робота для біженців з України
სერვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის მენეჯერი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
კომპანია ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას - სერვის მენეჯერის პოზიციაზე.

ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი ლილო;
** სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები;
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** სერვისზე შემოსული ავტო სატრანსპორტო საშუალებების დიაგნოსტიკა და საჭირო ოსტატთან გადანაწილება;
** კლიენტის ინფორმირება ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების და საჭირო სათადარიგო ნაწილების შესახებ;
** სარემონტოდ აუცილებელი სათადარიგო ნაწილების მოძიება;
** პროცესის დასრულების შემდეგ ტექნიკის გამართული მუშაობის შემოწმება;
** სერვისის დანადგარების, გამოყენებადი ხელსაწყოების საჭირო რაოდენობის და სწორი ექსპლუატაციის კონტროლი;
** სერვისსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარულ-ჰიგიენური და ცეცხლსაწინააღმდეგო ნორმების დაცვა / მონიტორინგი;
** სერვისში სამუშაო პროცესის მიმდინარეობის კონტროლი;
** სერვისის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების პროცესებში მონაწილეობის მიღება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ინფორმირება შესასრულებელი სამუშაოების შესახებ;
** დაქვემდებარებული მუშა-პერსონალის მიერ შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი;
** მომსახურების დროს წამოჭრილ პრობლემებზე დროული რეაგირება და ოპერატიულად მოგვარება;
** ყოველი თვის ბოლოს ავტოსერვისისთვის შეძენილი ან/და გადაწერილი პროდუქციის ნაშთების, სახარჯი მასალებისა და საწყობებში არსებული ნაშთების გასწორება/ჩამოწერა;
** ყოველი თვის ბოლოს და თვის დასაწყისში საწვავის კილომეტრაჟის და ყოველდღიური განაცემის უწყისების მომზადება;
** კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების გეგმიური შემოწმებების კონტროლი;
** ჩასატარებელი სერვისების კონტროლი არსებული ჩექ-ლისთების და ოდომეტრის ჩვენებების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** MS (word, excel, outlook) Office პროგრამების ცოდნა.
** მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე