დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - სატვირთო ავტომობილები
|
მომწოდებელი:
ასპ-გრუპი
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
კომპანია ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე - სატვირთო ავტომობილების მიმართულებით.
ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge
პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი;
** სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება და შესრულება;
** გაყიდვების ანალიზი და წინადადებების მომზადება სატვირთო ავტომობილების და მათი სათადარიგო ნაწილების გაყიდვების გაზრდის მიზნით;
** არსებული მოთხოვნების დამუშავება და შეთავაზებების მომზადება;
** სატვირთო ავტომობილების გაყიდვების ყოველთვიური და წლიური გეგმების შესრულება;
** კომპანიისთვის საჭირო სატვირთო მანქანების დანადგარების მოძიება და გაყიდვა;
** პოტენციური კლიენტების მოძიება ყველა საჭირო წყაროს გამოყენებით;
** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და მათი დაინტერესება არსებული პროდუქტებით და მომსახურებით;
** მუდმივი კავშირი კორპორატიულ კლიენტებთან, მათთვის სიახლეების გაცნობა, ახალი პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზება;
** მოზიდული კლიენტების მომსახურება და შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** კლიენტთა ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი (დებიტორული დავალიანების კონტროლი);
** კომპანიისთვის საინტერესო, თემატური ტენდერების მოძიება, მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** ბაზარზე არსებული სიახლეების მოძიება და კონკურენტების ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა;
** სატვირთო ავტომობილების ტექნიკური პარამეტრების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS (Word, Excel, Outlook) Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი;
** სხარტი და ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|