Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=606974&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
კომპანია ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სპეც. ტექნიკის მიმართულებით.

ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

პირობები:

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი;
სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები;
ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გასაყიდი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა და ცოდნა;
** პოტენციური კლიენტების მოძიება ყველა საჭირო წყაროს გამოყენებით;
** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება;
** გაყიდვების ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება და შესრულება;
** ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება კატალოგების მიხედვით;
** გაყიდული პროდუქციის შესაბამის პროგრამაში ასახვის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებული მომსახურებების, სერვისებისა და სხვადასხვა აქციების შესახებ ინფორმაციის მუდმივად ფლობა და მომხმარებლის ინფორმირება საჭიროების შემთხვევაში;
** სპეც.ტექნიკის და/ან ავტომობილების კატალოგებთან (როგორც ბეჭდვითი, ისე ელექტრონული) მუშაობა;
** მოზიდული მომხმარებლების მომსახურება და შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** ბაზარზე არსებული სიახლეების მოძიება და კონკურენტების ანალიზი.
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ;
** ტექნიკების გაყიდვების ყოველთვიური და წლიური გეგმების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საავტომობილო სფეროში გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე ცოდნა
** MS (word, Excel, Outlook) Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** სხარტი და ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

უპირატესობა მიენიჭება აღნიშნულ სფეროში გამოცდილ კანდიდატს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია