Робота для біженців з України
ელ.შემდუღებელი - ლილო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელ.შემდუღებელი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას ელ.შემდუღებლის პოზიციაზე ქ. თბილისში, დიდი ლილო.

ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი ლილო;
** სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები;
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აუცილებელია, გამოცდილება მუდმივ და ცვალებად დენზე;
** აუცილებელია, კემპის აპარატზე სამუშაო გამოცდილება.
** სხვადასხვა საშემდუღებლო სამუშაოების განხორციელება (ალუმინი, თუჯი);
** შრომის უსაფრთხოების წესების შესრულება დადგენილი ნორმების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია, ნახაზების წაკითხვა და ნახაზების მიხედვით ნახაზის აწყობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე