Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=606969&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ვებაპი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
კომპანია "Webapp" ქმნის მაღალი ხარისხის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნეს სუბიექტებს, სწრაფად, მარტივად და ეფექტიანად აწარმოონ ყოველდღიური საქმიანობა და დღეისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 400-ზე მეტ კომპანიას ვემსახურებით.

თუ გიყვართ ხალხთან კომუნიკაცია, ახალი კონტაქტების დამყარება და ამავდროულად ეძებთ სამსახურს, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ, მაშინ ეს პოზიცია თქვენთვისაა.

მიმდინარე ეტაპზე ვაცხადებთ ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
** შეხვედრების ჩატარება;
** პოტენციური მომხმარებლების C ლეველის მენეჯმენტთან კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა ბაზის გაზრდა;
** არსებული პორთველის მონიტორინგი და მათთან კომუნიკაცია, ახალი პროდუქტების შეთავაზება.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი ქართულ ენაზე;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@webapp.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 10 თებერვალი

გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ვებაპმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია