Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=606938&print=yes&view=jobs
 
დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: აპარტ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
"აპარტ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გეგმარებების მომზადება; გეგმარებებში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
** პროექტის ვიზუალის და გეგმარების კონცეპტუალურ გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;
** ინტერიერის 3D ვიზუალების მომზადება;
** ფართების დათვლა, შესაბამისი ცხრილების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით;
** დიზაინერად ან არქიტექტორად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** EXCEL-ის ცოდნა საბაზისო დონეზე;
** ArchiCAD-ის და AutoCAD-ის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.უზნაძის ქ. #4
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ რეზიუმე და საკუთარი ნამუშევრების პორტფოლიო მეილზე: office@apartgroup.com და მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - დიზაინერი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 10 თებერვალი.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია