დასახელება:
სასტუმროს ჰოსტი
|
მომწოდებელი:
კომუნალ ჰოსფითალითი
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
კომპანია "Communal Hospitality" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ჰოსტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და მომსახურება.
** სატელეფონო ზარების პასუხი და ინფორმაციის მიწოდება.
** ჯავშნების მართვა და კალენდრის განახლება.
** სტუმრების საჭიროებებისა და შეკითხვების ოპერატიული გადაწყვეტა.
** ანგარიშების მომზადება და ანგარიშსწორების პროცესის მართვა.
** დღიური რეპორტების მომზადება.
** რეზერვაციების კონტროლი მოთხოვნებთან დროული და ხარისხიანი დაბრუნებით.
მოთხოვნები:
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, სასტუმროს მართვის პროგრამები).
** ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაციის უნარები და მომხმარებელზე ორიენტაცია.
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას:
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@communalcompany.com. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://communalhotels.com/
|
|
|
|