დასახელება:
სასტუმროს ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
პარკ რიზორტ წყალტუბო
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
სასტუმრო "პარკ რიზორტ წყალტუბო" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
კომპანიის შესახებ:
სასტუმრო "პარკ რიზორტ წყალტუბო" არის ადგილი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ყოველდღიური, დამღლელი რუტინისგან და სტრესისგან გათავისუფლება ან უბრალოდ უქმეების სასიამოვნოდ გატარება, საკუთარი თავის განებივრება სურს.
სამუშაო ადგილი: ქ. წყალტუბო, სასტუმრო პარკ რიზორტ წყალტუბო.
ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი გრაფიკი ყოველ მეოთხე დღეს
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
** რეპორტების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
უნარები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: hotel@parkresort.ge ან დაგვიკავშირდით: 555 145375; 599 448335; 593 300561.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|