Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 09 თებერვალი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ-მდე
ანაზღაურება: 3000 ლარი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური და სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება-კორექტირება
** დაქვემდებარებულ პირებზე ფუნქცია-მოვალეობების სწორი დელეგირება და კონტროლი
** აქტივების, ვალდებულებებისა და მოთხოვნის ნაშთების ყოველთვიური კონტროლი
** წლის დახურვის საბუღალტრო ოპერაციებში ჩართულობა და კონტროლი.
** წლიური ბიუჯეტის შესადგენად კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა საჭირო ინფორმაციისა და მონაცემების მისაღებად.
** ბიუჯეტის პროექტის წარდგენა მენეჯმენტისთვის
** თვის და წლის დახურვის ოპერაციებში ჩართულობა, დეტალებში გარკვევა/კორექტირება და ანალიზი
** ფინანსური უწყისების მოთხოვნისამებრ წარდგენა მენეჯმენტისა და მესამე პირებისთვის;
** საბუღალტრო და ფინანსური სურათის მიხედვით ხარჯების ოპტიმიზაციისა და შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით მენეჯმენტისთვის არსებული სიტუაციის გაცნობა და შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება
** აუდიტისთვის საჭირო ინფორმაციის თავმოყრა, ჩაშლა და ანგარიშგებების მომზადება. ბუღალტრული ოპერაციების წარმოების კონტროლი, გატარებების სისწორის დადგენა, საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის დამყარება, საბანკო პროდუქტების და სალიზინგო მომსახურების საუკეთესო პირობების მიღების მიზნით;
** გარე აუდიტის შედეგების საფუძველზე ბუღალტრულ ჩანაწერებში შესაბამისი კორექტირებების მონიტორინგი/უზრუნველყოფა
** გარე აუდიტის დასკვნის განხილვა და მისაღები რეკომენდაციების განხორციელების მიზნით მმართველი გუნდისათვის წინადადებების წარდგენა;
** ყოველთვიურად შერჩევითი მეთოდით ხარჯებში გატარებული ტრანზაქციების შესაბამისი პირველადი დოკუმენტების შემოწმება და საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისობის დადგენა
** საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა, საბანკო პროდუქტების და სალიზინგო მომსახურების საუკეთესო პირობების მიღების მიზნით, ასევე არსებული ხელშეკრულების ფარგლებში საპროცენტო და სხვა საფინანსო ხარჯის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსურ ან მომიჯნავე სფეროში;
** ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვების პრინციპები; IFRS სტანდარტებისა და ადგილობრივ საკანონმდებლო ბაზაში
ფინანსური და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მცირე გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info.vacancy.vacancy@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ფინანსური მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე