Робота для біженців з України
მცხობელის დამხმარე - სამტრედია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელის დამხმარე
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 09 თებერვალი
კომპანია "ზღაპარი" შეიქმნა 2006 წელს, დღეს ჩვენი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 46 მარკეტს. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისთვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხართ, შემოგვიერთდით.

ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას მცხობელის დამხმარის პოზიციაზე სამტრედიის (რესპუბლიკის 13) ფილიალში:

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 12:00-20:00 კვირაში 6 დღე
** დასვენება: შაბათი
** ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ₾

მოვალეობები:

** საფუარიანი და ფენოვანი ცომისაგან სხვადასხვა სახეობის მზა ნაწარმის (ხაჭაპური, ლობიანი, პიცა, პური და ა.შ) მომზადება რეცეპტურის სრული დაცვით
** დახლების რეგულარული შევსება
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი
** სისუფთავის დაცვა

ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით https://zgapari.ge/career/

გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zgapari.ge
(სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა.)
ან დაგვირეკოთ და ჩაეწეროთ გასაუბრებაზე 577 23 33 25 (სამუშაო საათებში 09:00-18:00)

გაცნობებთ, რომ შპს "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე