დასახელება:
ციფრული მარკეტინგის და გაყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ნუოვო
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
შპს "ნუოვო" არის MICHELIN-ის ბრენდის ავტო აქსესუარების ოფიციალური დისტრიბუტორი ამიერკავკასიაში. MICHELIN 1889 წელს საფრანგეთში დაარსდა. თავდაპირველად კომპანია ორიენტირებული იყო ველოსიპედის საბურავების წარმოებაზე, მაგრამ მალევე გააფართოვა არეალი და მთლიანად ავტოინდუსტრიის განვითარებაში ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. ბრენდმა დაიწყო ავტომობილის აქსესუარების წარმოება, რამაც მალე დაიმსახურა მომხმარებლის სიყვარული და განსაკუთრებული ნდობა.
საქართველოს ბაზარზე MICHELIN-ის ბრენდის ავტომობილის აქსესუარები შპს ნუოვომ 2022 წელს შემოიტანა და ახორციელებს ამ პროდუქციის დისტრიბუციას თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.
ჩვენი პროდუქცია ამჟამად წარმოდგენილია "დომინოს", "მიჰაუსის" და "კარფურის" ჰიპერმარკეტებში, "კონტაქტის" მაღაზიაში, Gulf-ის სერვისცენტრებში და ასევე "ალტას" და სხვა პოპულარული ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდებზე.
კომპანიის მეტი დეტალებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/michelinautoaccessories
პოზიციის დასახელება: ციფრული მარკეტინგის და გაყიდვების სპეციალისტი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის ვიდეო/ფოტო მასალების გადაღება და დამუშავება.
** სოციალური ქსელისთვის კონტენტის შექმნა და განთავსება.
** სოციალურ ქსელში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მათი აღსრულება.
** კომპანიის სოციალური ქსელის ინბოქსში შემოსულ წერილებზე პასუხი და შესაბამისი რეაგირება.
** სოციალური ქსელის მეშვეობით გაყიდვების მართვა: შეკვეთების მიღება და პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება.
** MS Office პროგრამების ცოდნა.
** Meta-ს და Ads manager-ის ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** დასაქმების ტიპი - დისტანციური/online.
** ფიქსირებული ანაზღაურება - 1000 ლარი.
** ბონუსი - საკომისიო რეალიზაციიდან.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: d.barbakadze@nuovo.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ნუოვოს" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: d.barbakadze@nuovo.ge.
|
|
|
|