დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მონდე დეველოპმენტი
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
"მონდე დეველოპმენტი" აცხადებს გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას სამშენებლო ობიექტებზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მიმდინარე პროექტის სრულყოფილად შესწავლა;
** შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება და დროის სწორად განაწილება;
** სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრების ჩატარება (გაყიდვების მენეჯერს არ უწევს პოტენციური კლიენტების მოძიება-მოზიდვა);
** ობიექტზე მოსული კლიენტებისთვის პრეზენტაციის ჩატარება და ბინის შერჩევა-გაყიდვა;
** კლიენტთან მოლაპარაკების წარმოება ხელშეკრულების გაფორმებამდე (საოპერაციო საკითხების მოგვარება, ხელშეკრულების გაფორმება და სხვა მსგავსი ტიპის საკითხები არ ეხება გაყიდვების მენეჯერს).
პიროვნული თვისებები და უნარები:
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (ნებისმიერ სფეროში);
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სავალდებულოა.
ბენეფიტები:
** უძრავი ქონების გაყიდვების ტრენინგი;
** ტელეფონი და ულიმიტო სასაუბრო;
** თვის ჭრილში 100-200 პოტენციური კლიენტი კომპანიის მხრიდან.
ანაზღაურება: საშუალოდ 2000 - 5000 ლარი (ფიქსირებული 800 ლარი + მზარდი საბონუსე სისტემა გეგმის მიხედვით)
სამუშაო საათები 11:00-19:00 საათი (5 დღე)
ოფისის მისამართები:
** დიღომი, ანდრონიკაშვილის 1 (საქალაქო სასამართლოსთან)
** ვარკეთილის მეორე რიგი (სვანების ბაზრობასთან, ვარკეთილის მეტროსთან)
** სამგორი, მოსკოვის გამზირი 9 (ქვედა სამგორის მეტროსთან)
** აფრიკა, ჭიჭინაძის ქუჩა (ქინძმარაულის ქუჩის გაგრძელება)
** გლდანი, კურსანტების 10
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე მეილზე: mondeegroup@gmail.com
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|