დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
4Hospitals
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
კომპანია "4Hospitals", სამედიცინო პროდუქტების პროვაიდერი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
** ახალი მომწოდებლების მოძიების უზრუნველყოფა, კომპანიის პრიორიტეტების და ინტერესების შესაბამისად;
** ახალ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შეთანხმების მიღწევა;
** არსებულ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და ფასების მუდმივი მონიტორინგი;
** კომპანიის გაყიდვების გეგმების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, მომწოდებლებისგან წარმოებისა და გამოგზავნის საუკეთესო პირობების მიღება, როგორც ფასის, ასევე ლოჯისტიკურ ნაწილში;
** კომპანიის კომერციული დეპარტამენტის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების მუდმივი ანალიზი და შესყიდვების საქმიანობის შესაბამისი დაგეგმვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მომწოდებელ კომპანიებთან გრძელვადიანი და მდგრადი ურთიერთობების განვითარება, კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით;
** მომწოდებლებთან ინტენსიური კომუნიკაციის წარმოება, მათი ფასების და სხვა პირობების მუდმივი ანალიტიკა და კომპანიისათვის მოწოდებისა და შესყიდვის პირობების მუდმივ რეჟიმში გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** მომწოდებლებისგან მიღებული წუნდებული პროდუქციის პრობლემებზე ოპერატიული რეაგირების განხორციელება და კომპანიის ინტერესების ეფექტიანად გატარება;
** ტენდერებსა და კომერციულ პროექტებში აქტიური მონაწილეობის მიღება და ოპტიმალური მომწოდებლის მოძიება, კომპანიისთვის მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგების მიღწევის მიზნით;
** შესყიდვის პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი თანმხლები დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების და ინვოისების კონტროლი;
** ლოჯისტიკის დეპარტამენტთან აქტიური კომუნიკაცია, ტრანსპორტირების და საბაჟო პროცედურების დროული განხორციელების მოთხოვნა შესაბამისი პირებისგან;
** პროდუქტების ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი, საუკეთესო ფასის მისაღებად;
** საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობის მიღება, პოტენციური პარტნიორების მოძიება და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება მათთან;
** საჭიროებისამებრ, პარტნიორ კლინიკებთან კომუნიკაცია, გაყიდვების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, კლინიკების მოთხოვნილებების უკეთესად გაცნობის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სამედიცინო პროდუქციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნეთ CV ფოტო სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@4hs.ge. გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
"4Hospitals" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|