Робота для біженців з України
მოდის მარკეტინგისა და საზ. ურთიერთობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოდის მარკეტინგისა და საზ. ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ნაბუ
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 09 თებერვალი
მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი, პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია "NABU" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მოდის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი.

NABU ჯგუფი არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი კომპანია რომლიც ფლობს როგორც მონობრენდულ ასევე მულტიბრენდულ მაღაზიების ქსელს. 1999 წლიდან ჩვენი კომპანია საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს 30-მდე ყველაზე პოპულარ ევროპულ ბრენდებს: Emporio Armani, Armani Exchange, MaxMara, MM6 Masion Margiela, MSGM, Zadig&Voltaire, Dsquared, Ami Paris, Coperni, Vivetta, Mugler, Marine Serre, Comme des Garcon, Eleventy, C.P Company და სხვა.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და კრეატიულ მარკეტინგისა სპეციალისტს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს. კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება ისეთი ინოვაციური მარკეტინგისა და PR სტრატეგიების შემუშავება - განხორციელებაზე, რომელიც გააძლიეროს ბრენდის პოზიციონირებას ბაზარზე და ხელი შეუწყოს ბრენდის ცნობადობის ამაღლებას.

მოდის მარკეტინგი არის უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ სტრატეგია და ანალიტიკა! მოდა ძალიან კრეატიული და კონკურენტუნარიანი ინდუსტრიაა, ასე რომ თუ გნებავთ რომ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და ერთად მივაღწიოთ წარმატებას, თქვენ დაგჭირდებათ ძლიერი უნარები სხვადასხვა სფეროში: თქვენ აქტიურად უნდა იყოთ დაინტერესებული მსოფლიო მოდის ინდუსტრიით, ლუქს კლასის ბრენდებით და მსოფლიო მოდის ტენდეციებით, გამოირჩეოდეთ არასტანდარტული აზროვნებით, მაღალი კრეატიულობით და ასევე ბიზნეს უნარ-ჩვევებით. აუცილებელია ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიებისა და არხების ცოდნა, რათა მათი მეშვეობით, უკიდურესად კონკურენტუნარიანი მოდის ინდუსტრიაში, შეძლოთ სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, მათი ყურადღების მიქცევა და დასახული მიზნების მიღწევა.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კომპანიის განვითარებისა და გაძლიერებისთვის მოკლე და გრძელვადიანი მარკეტინგული, სტრატეგიული გეგმების შემუშავება, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** მოიფიქროთ, დაგეგმოთ და მართოთ არასტანდარტული, არაორდინალური პიარ კამპანიები და ღონისძიებები ყოველთვიურად, ბაზარზე ბრენდის ცნობადობის ამაღლების მიზნით;
** მოახდინოთ კურირება კონტენტის შექმნაზე სხვადასხვა პლატფორმებისათვის : სოციალური მედია, ვებგვერდი, პრესრელიზები და მარკეტინგული მასალები;
** გააანალიზოთ მოდის ბაზრის ტენდენციები და შეისწავლოთ კონკურენტების აქტივობები;
** განსაზღვროთ მარკეტინგული და PR კამპანიების შესრულების ხარისხი და შეაფასოთ იგი (ROI და KPIs) მიხედვით;
** განავითაროთ და შეინარჩუნოთ ურთიერთობები მედიასთან, ინფლუესერებთან და სხვა გავლენიან ადამიანებთან თუ კომპანიებთან, ბრენდის იმიჯის უზრუნველსაყოფად;
** მარკეტინგისა და PR ბიუჯეტის დაგეგმვა და ეფექტურად მართვა, მაქსიმალური ROI-ის უზრუნველსაყოფად;
** გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;

აუცილებელო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები

** მოდის მარკეტინგის/ციფრულ და სოციალური მედიის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენა - მინიმუმ B1;
** კრეატიულობა: არასტანდარტული აზროვნების უნარი და ისეთი ინოვაციური მარკეტინგული იდეების გამომუშავება რომელიც გამოიწვეს სამიზნე აუდიტორიის ინტერესს;
** სტრატეგიული აზროვნება: ძლიერი მარკეტინგული გეგმების შემუშავება და განხორციელება რომელიც შეესაბამება ბრენდის მიზნებს;
** ანალიტიკური უნარები და ბიზნეს აზროვნება: ბაზრის მონაცემების, მომხმარებელთა ქცევისა და მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანალიზის უნარი და მიღებული მონაცემების საფუძველზე ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება;
** პროექტის მენეჯმენტი: ძლიერი ორგანიზაციული უნარები რამოდენიმე პროექტის ერთად მართვის უნარი,

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის შესაბამისად;
** დაზღვევა;
** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ვაკე.

თუ თვლით, რომ ეს არის თქვენი საოცნებო სამსახური და აკმაყოფილებთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირობას, გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით და ასევე თქვენი სოციალური ქსელების მისამართით, გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@itc.ge

აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "Fashion Marketing"
ვაკანსიაზე განაცხადის მისაღებად სასურველია გამოგვიგზავნეთ სამოტივაციო წერილი, თუ რატომ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს.

წინასწარ გიხდით მადლობას დაინტერესებისათვის და გულწრფელად გისურვებთ ჩვენს გუნდში მოხვედრას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე