დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
მისტერ მასტერი
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში.
საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge; https://www.facebook.com/mrmaster.ge/
კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. #24
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე;
ანაზღაურება: 900 ლარიდან (NET)
ჩვენ გთავაზობთ:
** მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დაფინანსებას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** სტანდარტულ საკომპენსაციო პაკეტს კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე;
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა სასაუბრო დონეზე;
** უმაღლესი განათლება, (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში, სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სატელეფონო ცენტრში ზარების მიღება, რეგისტრირება;
** კომპანიაში არსებული სერვისებისა და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** მომხმარებელთა ზარების დროულად მიღება და პასუხი;
** მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის ალტერნატიული გზების, დროის შეთავაზება;
** მომხმარებლის ინფორმირება ფასდაკლებების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელთან ავტომატური კომუნიკაცია პრობლემური შეკვეთების არსებობის შემთხვევაში;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@mrmaster.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".
"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|