Робота для біженців з України
ტექნიკოს-ინსტალატორი - ზუგდიდი, ხობი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოს-ინსტალატორი
მომწოდებელი: ორდუნეტი
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 09 თებერვალი
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია შპს "ორდუნეტ"-ი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-ინსტალატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი, ხობი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
ანაზღაურებადი სტაჟირება: ორი თვე

აუცილებელი მოთხოვნა: კანდიდატი აუცილებელია ფლობდეს ავტომობილის მართვის მოწმობას.

ტექნიკური მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აბონენტთან შიდა ინტერნეტ ქსელის დაგეგმარება, მონტაჟი, რეკონსტრუქცია/დემონტაჟი;
** ინტერნეტ მომსახურების დაზიანებების აღმოფხვრა; განმეორებითი დაზიანებების პრევენციის მიზნით, სათანადო ზომების მიღება;
** მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი; კლიენტზე ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რაც საჭიროა მოწყობილობების ნორმალური ექსპლუატაციის შესანარჩუნებლად;
** აბონენტთან ხელშეკრულების და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების/აქტების გაფორმება;
** მასზე აღრიცხული სამუშაო ინვენტარისა და მასალების კონტროლი/დაცვა.
** სამუშაო პროცესში ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
** შესრულებული სამუშაოს რეესტრის წარმოება.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, კვალიფიკაციის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV), გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@ordunet.ge. ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ადგილმდებარეობის მითითებით.

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემების - რეზიუმეს (CV- რომელიც შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს) გამოგზავნით, თქვენ გამოთქვამთ თანხმობას, რომ შპს "ორდუნეტ"-ის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები.

ასევე გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები, შპს "ორდუნეტ"-ის მხრიდან დამუშავდება - მხოლოდ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად,
თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია - თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ თქვენს რეზიუმეში - მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე - info@ordunet.ge.

საკონტაქტო -0323 100 700, (303); /ელ.ფოსტა info@ordunet.ge ; მის: ზუგდიდი, რუსთაველის #73

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე