დასახელება:
ტენდერი სასტუმრო და საკონფერენციო მომსახურებაზე
|
მომწოდებელი:
EPRC
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 იანვარი
|
არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" აცხადებს ტენდერს სასტუმრო და საკონფერენციო მომსახურებაზე.
ტენდერი ცხადდება პროექტის "ერთიანი საქართველო ევროპისთვის" ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას, საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით. აქტივობის განსახორციელებლად, ა (ა)იპ "ეკონომიკური პოლიტიკის კცლევის ცენტრს სჭირდება სასტუმრო და საკონფერენციო მომსახურება.
წინადადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები:
** შემსყიდველი ორგანიზაცია: ა (ა)იპ "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი"
** წინადადების მიღების დაწყების თარიღი: 09.01.2025
** წინადადების მიღების დასრულების თარიღი: 13.01.2025 18:00 სთ-მდე
** წინადადების განხილვის ბოლო ვადა: 13.01.2025
** ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: 14.01.2025
** მომსახურების დაწყების და დასრულების ვადები: 16.01.2025-19.01.2025
მდებარეობა: ქალაქი ბათუმი
ტექნიკური დავალების მიზანი:
წინამდებარე ტექნიკური დავალების მიზანია სასტუმროს შერჩევა, ტრენინგის ორგანიზების, მონაწილეთა ღამისთევისა და კვების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
კონკრეტული დავალება:
16 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით, 40 კაციანი ჯგუფის განთავსება 4 დღით (3 ღამე, მესამე ღამეს განთავსდება მხოლოდ 10 კაცი).
მოთხოვნები მოიცავს:
ტრენინგის ორგანიზებისათვის 1 საკონფერენციო დარბაზის (40 მონაწილისთვის) გამოყოფა. სატრენინგო სივრცეებში განთავსებული უნდა იყოს: მაგიდები, სკამები, წყალი, დაფა, პროექტორი, პროექტორის ეკრანი, ლეპტოპი, WI-FI.
16.01.2025-ში საკონფერენციო დარბაზი დღის მეორე ნახევარში.
17.01.2025-ში საკონფერენციო დარბაზი სრული დღე.
18.01.2025-ში საკონფერენციო დარბაზი სრული დღე.
სამი ღამით ტრენინგის მონაწილეთა განთავსება ერთადგილიან/ორადგილიან ნომრებში (ცალ-ცალკე ფასები იყოს წარმოდგენილი ერთადგილიანის და ორადგილიანი ნომრების), ღამისთევითა და სამჯერადი კვებით.
უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
** მომსახურების გაწევის ადგილი: აჭარა, ბათუმი;
** სასტუმროს უნდა შეეძლოს მაღალი ხარისხის მომსახურება;
** სასტუმროს უნდა ჰქონდეს მაღალი დონის კონდიცირებული საკონფერენციო დარბაზი და სასტუმროს ნომრები (ინდივიდუალური სველი წერტილი თითოეულ ნომერს, ცივი და ცხელი წყალი, გათბობა კონდიცირების სისტემა);
** სასტუმროში უნდა იყოს 1 საკონფერენციო დარბაზი 40 მსმენელზე გათვლილი;
** სასტუმროში მონაწილეების დაბინავების, კვებისა და ტრენინგების ორგანიზების მომსახურება გაწეულ უნდა იქნას ერთი სასტუმროს მიერ, ერთ შენობაში;
** საკონფერენციო დარბაზი უნდა იყოს იზოლირებული და დამოუკიდებელი. საკონფერენციო დარბაზს უნდა ჰქონდეს დღის ბუნებრივი განათება (უფანჯრო ოთახები არ განიხილება) და უნდა ნიავდებოდეს.
** სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე უნდა იყოს უფასო ინტერნეტი ("WI-FI");
** სასტუმროში უნდა ფუნქციონირებდეს ლიფტი;
** ტრენინგების მსვლელობისას მონაწილეები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ დღის განმავლობაში საუზმით, სადილით, ვახშმითა და ყავის შესვენებით (ორჯერ). საუზმე, სადილი და ვახშამი უნდა იყოს მრავალფეროვანი, უნდა მოიცავდეს ძირითად ცივ და ცხელ კერძებს, სალათებს, დესერტს და უალკოჰოლო სასმელებს;
** სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს ტრენინგებში მონაწილე, ერთდროულად 40 სტუმრის ერთადგილიან/ორადგილიან ნომრებში განთავსება და მომსახურება.
** შესყიდვის ობიექტის ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით.
** გასაწევი მომსახურების დაზუსტებული რაოდენობა და დრო მიმწოდებელს ეცნობება მომსახურების გაწევამდე 2 კალენდარული დღით ადრე.
** დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე 2 დღით ადრე შემსყიდველი სასტუმროს გადასცემს დღის წესრიგს და მონაწილეთა სიას, ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგების მიზნით.
** მომსახურების გაწევის პერიოდი: 2025 წლის 16 იანვარი - 19 იანვარი.
** ანგარიშსწორების პირობები: ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში (ლარი), ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შემდეგ.
ინფორმაცია ტენდერის მონაწილისთვის:
შეთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, ქართულ ენაზე. შეთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
** პრეტენდენტის სახელწოდება;
** პრეტენდენტის იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი;
** ს/კ;
** პასუხისმგებელი (საკონტაქტო) პირის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი;
** ინფორმაცია (პრეზენტაცია, ფოტო მასალა) სერვისის შესახებ;
** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა (შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი). საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს დღგ-ს გარეშე.
** ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (უახლოესი თარიღით განახლებული).
პრეტენდენტს შეარჩევს პროექტის გუნდი. შემსყიდველი ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელიც დააკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს.
განაცხადი მიიღება ელექტრონულად 2025 წლის 09 იანვრიდან 13 იანვრის 18:00 საათამდე ელ.ფოსტის მისამართზე: tmikaberidze@eprc.ge და სათაურში მიუთითეთ "სასტუმროს მომსახურება ბათუმი".
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ tmikaberidze@eprc.ge.
პროექტი "ერთიანი საქართველო ევროპისთვის" ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობის სამხრეთ კავკასიაში (KAS), სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის (IJH) პარტნიორობით. პროექტის მიზანია საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირისადმი მიმღეობის, სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში კი ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაზრდა.
|
|
|
|