დასახელება:
მაღაზიის ასისტენტ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ნავნე
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი ამიერკავკასიაში. კომპანია 17 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით.
კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ასისტენტ მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 7 საათი + 1 საათი შესვენება
ანაზღაურება: ფიქსირებული+ ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის მართვა, მიმდინარე პროცესების კონტროლი, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, შესრულებული სამუშაოს კონტროლი.
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/მონაწილეობა.
** მარაგების კონტროლი.
** კომპანიაში არსებული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია გამოცდილება ტანსაცმლის ან კოსმეტიკის რითეილ მიმართულებით;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|