Робота для біженців з України
გაყიდვებისა და განვადების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვებისა და განვადების ოპერატორი
მომწოდებელი: Citrus.ge
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 09 თებერვალი
"Citrus.ge" - ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა. Citrus.ge - ზე ხელმისაწვდომია 40 000 - ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან.

კომპანია "ციტრუსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და განვადების ოპერატორის პოზიციაზე.

რისი კეთება მოგიწევს

** სატელეფონო, საიტიდან ან სოც.ქსელების / ჩათის მეშვეობით შემოსული, პოტენციური მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი პროდუქციის გაცნობა, მიმდინარე აქციებისა/სიახლეების შესახებ ინფორმირება და მათთვის პროდუქციის შეთავაზება.
** საჭიროების შემთხვევებში შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა.
** მომხმარებლებისთვის განვადების პირობების გაცნობა, განაცხადის შევსება და პარტნიორ ბანკში გადაგზავნა.
** წინასწარ განსაზღვრული ინდივიდუალური გეგმების შესრულება.

რისი ცოდნა დაგჭირდება

** იყო სტუდენტი ან გქონდეს სრული უმაღლესი განათლება;
** სასურველია გქონდეს მომსახურების სფეროში ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** გქონდეს ეფექტური კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
** სრულყოფილად ფლობდე ქართულ ენას;
** სასურველია იცოდე ინგლისური და რუსული ენები სასაუბრო დონეზე.
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარები

** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობაა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

სამუშაო პირობები

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: მოქნილი სამუშაო გრაფიკი ცვლებში, კვირაში 6 დღე. ხუთი 6 საათიანი ცვლა, ერთი 3 საათიანი ცვლა;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი (ხელზე ასაღები) + კარგი საბონუსე სისტემა, ჯამური საშუალო გამომუშავება 1200-1500.

ჩვენ ასევე გთავაზობთ

** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
** სამუშაო გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა თანამშრომლისათვის თანაბარია;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: join@crocoshop.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "გაყიდვებისა და განვადების ოპერატორი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ - https://www.citrus.ge/

თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. ანიჭებთ შპს ციტრუსს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

"ციტრუსი" კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე