Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: კრისტალ ჰოტელ & სპა
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "კრისტალ ჰოტელ & სპა" მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში, თბილისიდან 185 კმ-ში და დიდველის საბაგიროდან რამდენიმე წუთის სავალზე.

კრისტალის საკურორტო ზონა აერთიანებს სამ საბაგირო ხაზს, 12 კმ-იან სათხილამურო ტრასას, საციგურაო მოედანს, ტობოგანს კაფე-ბარებსა და რესტორნებს, საცურაო აუზებს, სპა და ფიტნეს ცენტრებს, ტყე-პარკს - სასეირნო ბილიკებითა და ა.შ.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://hotelcrystal.ge/

ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე შემდეგი პირობებით:

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
** სოციალური მედიის პლატფორმების მართვაში მხარდაჭერა (პოსტების შექმნა, განრიგის შედგენა, კამპანიების მონიტორინგი).
** ბრენდული მასალებისა და მარკეტინგული კონტენტის შექმნის პროცესში მონაწილეობა (ტექსტების, ბანერების, პრეზენტაციების მომზადება).
** ბაზრის კვლევებისა და კონკურენტების ანალიზის განხორციელება, მარკეტინგის გუნდისთვის რეკომენდაციების მიწოდება.
** სასტუმროს ღონისძიებების ორგანიზებასა და პრომოუშენ აქტივობებში ჩართულობა.
** საბეჭდი მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და სტამბებთან ურთიერთობა
** პარტნიორებთან და გუნდთან კომუნიკაციის მხარდაჭერა.
** ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდის ხელშეწყობა
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციის შესაბამისი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სასტუმროში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
** აუცილებელია უცხო ენების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** კრეატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის.
** დაზღვევას

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** გასაუბრება

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@crystalgroup.com.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG-ის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.

ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ-HMG მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 იანვარი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე