დასახელება:
უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Crystal Group
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 30 იანვარი
|
"კრისტალ ჯგუფი" აერთიანებს რამდენიმე ბიზნეს მიმართულებას ბაკურიანში: სასტუმრო ბიზნესი, უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვა, სამშენებლო მიმართულება.
ჩვენი მიზანია ბაკურიანის ტურისტული პოტენციალის ამაღლება მისი ინფრასტრუქტურის ევროპულ დონეზე განვითარების ხარჯზე.
"კრისტალი" გამოირჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტირებით, მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და კეთილდღეობაზე.
ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი გუნდის ღირებულებები და პროფესიონალიზმი.
პოზიცია: უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან მარკეტინგის მიმართულებით;
** არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის
გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გაყიდვების თანამედროვე ტექნიკების ცოდნა;
** CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** საპრეზენტაციო მასალებზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა არხებით;
** გაყიდვების გეგმის (ინდივიდუალური და გუნდური) შესრულება;
** კონკურენტების და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი;
** CRM სისტემაში მუშაობა;
** შეხვედრების და ობიექტზე ვიზიტების ორგანიზება;
** რეპორტინგი;
** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი ადაპტირების და მოქნილობის უნარი;
** ძლიერი ლიდერული თვისებების და დარწმუნების უნარის მქონე;
** მიზანდასახული და მიზანსწრაფული;
** კლიენტზე ორიენტირებული;
** გამართული მეტყველება.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@crystalgroup.com.ge და ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ კრისტალ ჯგუფის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.
კრისტალ ჯგუფი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 იანვარი.
|
|
|
|