დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
Nitrol
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
შპს "ნიტროლ" (http://www.nitrol.ge) აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანდრია აფაქიძის ქ.#5, ტიფლის ბიზნეს ცენტრი (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: ინდივიდუალური, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
ძირითადი მოვალეობები:
** იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
** იურიდიული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის შედგენა/განხილვა;
** დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი, სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
** იურიდიული კუთხით რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება;
** კომპანიის საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტაციის/ლიცენზიების ან/და სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის ორგანოში წარმომადგენლობა;
** მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი სიახლეების დანერგვა სამუშაო პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მინიმუმ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება იურიდიული მიმართულებით;
** საქართველოს სამოქალაქო/ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა. (სასურველი თურქული ენის ცოდნა)
პიროვნული უნარები:
** კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის გამოცდილება;
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: D.gogrichiani@nitrol.ge წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება (იურისტი) რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.
|
|
|
|