Робота для біженців з України
თიმბილდინგ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თიმბილდინგ მენეჯერი
მომწოდებელი: Catalyst Teambuilding Georgia
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 09 თებერვალი
თიმბილდინგების დაორგანიზების კომპანია "Catalyst"-ის პროფესიონალთა გუნდი ეძებს თიმბილდინგ მენეჯერს.

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 3000 ლარი

კომპანიის მიზანია: პროექტების დაგეგმვა, განვითარება და ტექნიკური მხარდაჭერის მიწოდება საერთაშორისო ბაზარზე

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** არსებული გუნდების და ახლის განვითარება მიღებული მოთხოვნების შესაბამისად;
** მომწოდებლებთან ურთიერთობის დამყარება, შენარჩუნება და მუდმივი განვითარება, საუკეთესო ფასებზე მოლაპარაკება, საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმება, შესყიდვის შეკვეთების გაზრდა;
** არსებული პროდუქტების ანალიზი, კვლევა და ოპტიმიზაცია, ასევე კომპანიის ახალი პროდუქტების შექმნა;
** გაყიდვების ხარჯების და წმინდა ფასების ანალიზი, ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შეფასების უზრუნველსაყოფად;
** კლიენტების და კომპანიის მიზნების მისაღწევად თითოეული მოთხოვნის ანალიზი; პროფესიონალ/ტექნიკურ და დამხმარე პერსონალს მართვა;
** თიმბილდინგის დამენეჯმენტება, როგორც მოსამზადებელ ფაზაში, ასევე პროექტის მიმდინარეობისას;
** გუნდურ შეხვედრებში მონაწილეობა, კლიენტის გამოხმაურების ანალიზი და ბაზრის კვლევა;
** ღონისძიების/პროექტის გუნდში ენთუზიაზმისა და პროფესიული სტანდარტების შენარჩუნება;
** ბიუჯეტის და რესურსების დაგეგმვის ანგარიში კომპანიის გენერალურ დირექტორთან.

მოთხოვნები კანდიდატთან:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში;
** გამოცდილება დაგეგმვის, პროექტების შემუშავებაში.
** გამოცდილება მცირე და დიდი პროექტების მიწოდების სფეროში
** ლიდერის უნარები;
** კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია - ინგლისური, რუსული ნებისმიერი დამატებითი ენა;
** თავდაჯერებული ურთიერთობა მაღალი რგოლის მენეჯმენტთან;
** გადაწყვეტილების მიღებისა და ამოცანების პრიორიტეტის განსაზღვრის და სტრესის დროს სიმშვიდის შენარჩუნების უნარი;
** პრობლემების მოგვარების უნარი;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდში მუშაობის უნარი;
** შესანიშნავი ინტერპერსონალური უნარები;
** საოპერაციო ბიუჯეტებთან მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
*რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა
** კომპიუტერული სისტემების, ტექსტის დამუშავების, ცხრილების, პრეზენტაციის მომზადების კარგი ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: olikoendeladze@gmail.com

თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ინფორმაციის გაგზავნით თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დარჩება ჩვენს მონაცემთა ბაზაში 2 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე