Робота для біженців з України
ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: გრატა
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 09 თებერვალი
ღონისძიებების დაორგანიზების კომპანია "Grata"-ს პროფესიონალთა გუნდი ეძებს ადმინისტრაციულ ასისტენტს.

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში (2 თვე) 800 ლარი, შემდეგ კანდიდატთან მოლაპარაკებით + საბონუსე სისტემა

ფუნქცია მოვალეობები:

** საოფისე ინვენტარის მარაგის კონტროლი და დროული შეკვეთა;
** საოფისე აღჭურვილობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, შესაბამისი სამსახურების გამოძახების დახმარებით;
** დღის განრიგის და შეხვედრების ორგანიზება, შეხვედრების ოქმების გაზიარება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი, სრული ინფორმაციის მიწოდება და შესაბამის განყოფილებებთან გადამისამართება;
** კორესპონდენციის მიღება, დახარისხება და მონაცემთა ბაზაში შენახვა;
** აწარმოოს კომპანიის შიდა დოკუმენტაცია;
** პროექტის მიმდინარეობისას გუნდის მხარდაჭერა;
** სტანდარტული საოპერაციო პროცედურებისთვის დოკუმენტაციის შექმნა და შენახვა;
** მოგზაურობის კოორდინაცია მმართველი გუნდისთვის;
** კომპანიის სოციალური მედიის მართვა.

მოთხოვნები კანდიდატთან:

** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა განსაკუთრებით Microsoft Office;
** მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნება და დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: olikoendeladze@gmail.com

თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ინფორმაციის გაგზავნით თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დარჩება ჩვენს მონაცემთა ბაზაში 2 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე