Робота для біженців з України
ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: GM Pharmaceuticals
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 24 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.

"GM Pharmaceuticals"-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში.

"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა.
გრაფიკი: ცვლიანი

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** სამეთვალყურეო სისტემების მეშვეობით მონიტორინგის წარმოება კანონმდებლობისა და კომპანიაში მოქმედი წესების შესაბამისად;
** ვიდეო-კამერების ჩანაწერების კონტროლი, ანალიზი და რისკების დადგენა;
** დარღვევებისა და შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დაუყოვნებლივი ინფორმირება და შესაბამისი რეაგირება;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; სასურველია რუსული და ინგლისური ენების კომუნიკაციის დონეზე ცოდნა;
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ტექნიკური პრობლემის მყისიერი იდენტიფიკაციისა და გადაჭრის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა და პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 08 თებერვლისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე