დასახელება:
IT მხარდაჭერის ჯგუფის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
ს.ს. "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას აიტი მხარდაჭერის ჯგუფის სპეციალისტის (Service Desk) თანამდებობაზე.
კორპორაციის ძირითადი საქმიანობა - ინოვაციური გადაწყვეტილებებით მარტივი, უსაფრთხო და მოხერხებული გადახდების სისტემის ჩამოყალიბებაა, Visa International, MasterCard Worldwide, და UPI (Union Pay International) - ის რეგულაციებისა და PCI (Payment Card Industry) მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:
** კომპანიის შიდა ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გამართულობა;
** შემოსული საკითხების მიღება, დამუშავება და დახარისხება პრიორიტეტების მიხედვით;
** პრობლემური სივრცის განსაზღვრა. ინციდენტებზე რეაგირება/ინფორმირება კორპორატიული პოლიტიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით;
** კომპანიის შიგნით არსებული სისტემების და პროგრამული უზრუნველყოფების მხარდაჭერა, ტექნიკური პრობლემების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** შიდა პროცესების მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში ამოცანების/პრობლემების არასამუშაო საათებში მიღება დამუშავება (დისტანციური მხარდაჭერა).
განათლება და გამოცდილება:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში);
** SQL-ის საბაზისო ცოდნა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** Microsoft-ის პროდუქტების სიღრმისეული ცოდნა (MS Office, MS Windows)
** Linux-ის ბრძანებების საბაზისო ცოდნა და გამოყენება
** "JIRA"-სთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატერად
** ინგლისური ან/და რუსული ენების თავისუფლად ფლობა.
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და დეტალებზე ორიენტულობის უნარი;
** ინიციატივა, პიროვნული თვითგანვითარება, დეტალებზე ორიენტირებულობა, გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ორგანიზებულობა;
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 იანვარი, 2025
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ცხელი ხაზი 032 2 777 222
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
|
|
|
|