Робота для біженців з України
IT განყოფილების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT განყოფილების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
მომწოდებელი: გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
ს.ს. "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას აიტი განყოფილების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის თანამდებობაზე.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა - ინოვაციური გადაწყვეტილებებით მარტივი, უსაფრთხო და მოხერხებული გადახდების სისტემის ჩამოყალიბებაა, Visa International, MasterCard Worldwide, და UPI (Union Pay International) - ის რეგულაციებისა და PCI (Payment Card Industry) მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:

** აპარატურის (ბანკომატები, პოს ტერმინალები) ტესტირება;
** RESTSOAP API აპლიკაციების ტესტირება (ფუნქციონალური, დატვირთულობის, სტაბილურობის და ა.შ.);
** ტესტირების სცენარის მომზადება;
** გამოვლენილი პრობლემების/შეცდომების ლოკალიზება;
** ტესტირების შედეგების დოკუმენტირება.

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში);
** "Microsoft"-ის პროდუქტების MS Office, MS Windows ცოდნა;
** SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** Linux ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და დეტალებზე ორიენტულობის უნარი;
** ინიციატივა, პიროვნული თვითგანვითარება, გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 იანვარი, 2025

შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ცხელი ხაზი 032 2 777 222

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე