Робота для біженців з України
გაყიდვების-დისტრიბუციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების-დისტრიბუციის სპეციალისტი
მომწოდებელი: Happy Day
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
შპს "Happy Day"-ს ესაჭიროება გაყიდვების-დისტრიბუციის სპეციალისტი, ქ. თბილისში.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (1300 ფიქსირებული + ბონუსი, 1300-2000);
სამუშაო გრაფიკი: სრული;

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: სასურველია რეალიზაციის და დისტრიბუციის სფეროში;
** საგანმანათლებლო ხარისხი: სასურველია უმაღლესი განათლება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტებთან ურთიერთობა, პროდუქციის შეტანა და კონტროლი;
** გაყიდვებზე ორიენტირება;

ძირითადი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია).
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
** თქვენივე ავტომობილის გამოყენება. საწვავს და გეგმურ ხარჯებს უზრუნველყოფს კომპანია.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** ყურადღებიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** კეთილსინდისიერი;
** ემოციურად სტაბილური/გაწონასწორებული;
** შრომისმოყვარე;
** ენერგიული;
** ორგანიზებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: pmumladze@gmail.com და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მძღოლ-დისტრიბუტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე