Робота для біженців з України
ქოლცენტრის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: მადარტ დელივერი
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს ყველაზე ხარისხიან და გემრიელ ტკბილეულსა და ცხობის პროდუქციას სთავაზობს.

"მადარტ დელივერი" "მადარტის" შვილობილი კომპანიაა, რომელიც ჩვენი მომხმარებლისთვის ყველაზე გემრიელი და ტკბილი პროდუქციის, ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად მიტანას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანი, უსაფრთხო და დროული მიწოდების გარდა, მომხმარებლისთვის გემრიელი და პოზიტიური განწყობის შექმნაა.

კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ ქოლცენტრის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1700-2500₾

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქოლცენტრში მიმდინარე პროცესების ხარისხის კონტროლი და, საჭიროებისამებრ, შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** ქოლცენტრის თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი/კონტროლი;
** ქოლცენტრის თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და შეფასება;
** ჩანაწერების მოსმენა, შემდგომი ანალიზი და რეპორტინგი;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინიციატივების წამოყენება უშუალო ხელმძღვანელთან;
** ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მენეჯმენტის მიმართულებით;
** აუცილებელია MS Office-ის ცოდნა.

შერჩევის პროცესი:

** I ეტაპი - ელ. ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლცენტრისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
** II ეტაპი - გასაუბრება HR-თან;
** III ეტაპი - ტესტირება;
** IV ეტაპი - გასაუბრება ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელთან და HR მენეჯერთან.

დაგვიმეგობრდი სოციალურ ქსელებში:

Facebook (მთავარი გვერდი): https://www.facebook.com/madartgeorgia
Facebook (კარიერის გვერდი): https://www.facebook.com/madartcareer
Instagram: https://www.instagram.com/madart_madart/
Tik Tok: https://www.tiktok.com/@madartbakery?_t=8gmNhWXbggl&_r=1
Linkedin: https://www.linkedin.com/company/42162771/admin/feed/posts/
ვებ გვერდი: https://madart.ge/

რეზიუმეს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტ დელივერიმ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@mdelivery.ge

კანდიდატებს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, უკუკავშირი დაუბრუნდებათ გასაუბრებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში, სატელეფონო ზარის, სატელეფონო შეტყობინების ან ელ. ფოსტის მეშვეობით.

მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება): vacancy@mdelivery.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე