დასახელება:
სუ შეფი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ეპიზოდი
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
სასტუმრო "ეპიზოდი" არის აღმოსავლეთ ევროპის პირველი, სრულად ტექნოლოგიური მომსახურების სასტუმრო. სასტუმროში მიღებისა და დაბინავების ფორმამ მთლიანად ციფრულ სივრცეში გადაინაცვლა, აქ შეცვლილია სასტუმროს მთავარი ტრადიცია - სტუმრის მიღებისა და დაბინავების, რაც ხორციელდება მომსახურე პერსონალის გარეშე, კიოსკის მეშვეობით.
სასტუმრო ორიენტირებულია მომხმარებლის ისეთ მომსახურებაზე, სადაც მომავლის იდეა რეალობად იქცევა. სასტუმრო სხვადასხვა მოთხოვნისა და გემოვნების 118 ოთახთან ერთად მოიცავს: კაფე-ბარს, საკონფერენციო და სპორტულ დარბაზს, საზიარო სამუშაო სივრცეებს და მყუდრო ბაღის ტერიტორია - ატრიუმს.
სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას სუ შეფის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის ქ. 41
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე. კვირაში 40 სთ.
ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე /+ზეგანაკვეთური +10%/დღესასწაულზე ნამუშევარი +20%
ბენეფიტები: კვება / დაზღვევა /სასტუმროს ყველა სერვისზე ფასდაკლება
ძირითადი მოვალეობა:
** სამზარეულოს ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობა და პროცესების ზედამხედველობა
** კერძების ხარისხის და კალკულაციების მუდმივი კონტროლი, სტანდარტიზაცია და შესაბამისი უკუკავშირის მიცემა დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის
** მარაგებისა და შესაკვეთების ოპტიმიზაცია და მიღებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი
** სამზარეულოსა და საწყობების გეგმური ინვენტარიზაცია, მონაცემების სიზუსტესა და შედეგებზე პასუხისმგებლობა
** ჩამოწერების და ღონისძიებებზე გასული პროდუქციის კონტროლი
** სასტუმროს მენიუს კვარტალურად/სეზონურად განახლებაში მონაწილეობა
** ახალი თანამშრომლების გადამზადებაში მონაწილეობის მიღება/დატრენინგება
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე საქმის სწორად და ეფექტურად დელეგირება
** გუნდური მუშაობის ხელშეწყობა, ეფექტური ლიდერობა და მოტივირება
** სურსათის უვნებლობის/ჰასპის სტანდარტების დაცვა კომპანიაში დადგენილი წესით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები:
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: career@episodehotels.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - "Sous Chef".
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლმა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს: https://www.episodehotels.com/
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|