Робота для біженців з України
HC პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HC პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1596

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში ადამიანური კაპიტალის პროექტების მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული პროექტების ვადების დაცვით წარმართვა;
** საჭიროების შემთხვევაში, პროექტებში ჩართული მხარეების კოორდინირება და მიმდინარე პროცესების სრული მონიტორინგი;
** სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, მათი ეფექტურად წარმართვისთვის აუცილებელი მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება;
** პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ადმინისტრაციული საკითხების უზრუნველყოფა;
** ადამიანური კაპიტალის პროექტების მიზნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, დასწრება და შესრულებული და შესასრულებელი დავალებების აღწერა;
** პროექტებში ჩართული მხარეებისთვის დავალებების გადანაწილება, ვადების მონიტორინგი და თითოეული ეტაპის დათქმულ ვადაში დასრულების უზრუნველყოფა;
** პროექტების დასრულებისას ვრცელი რეპორტის მომზადება და დამკვეთი/ჩართული მხარეებისთვის გაზიარება;
** სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის გუნდებთან მუდმივი კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
** ადამიანურ კაპიტალთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის დებულებებზე, პოლიტიკებსა თუ დოკუმენტაციაზე ჩართულ მხარეებთან ერთად მუშაობა;
** საჭიროების შემთხვევაში, შიდა და გარე აუდიტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შეგროვების კოორდინირება;
** შესაბამის გუნდებთან ერთად, ადამიანური კაპიტალის პროცესების ოპტიმიზაციასა და გაციფრულებაზე მუშაობა;
** კომპანიაში არსებული HRIS ფუნქციონალის გამართვასა და კომპანიის საჭიროებებზე მორგებაზე მუშაობა ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის სხვადასხვა გუნდთან ერთად;

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ანალიტიკის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** პროექტების მართვის მეთოდოლოგიის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე