დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
გაგრა პლუსი
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია "გაგრა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე. პოზიციაზე დასაქმდება რამდენიმე პირი.
პირობები:
** მისამართი: ქ. თბილისი, ფეიქრების 12
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სრული განაკვეთზე 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** ნახევარი განაკვეთზე 09:00 სთ დან 13:00 მდე
** ხელფასი: სრულ განაკვეთზე 700 ლარს + 600 ლარი (დანამატი), ნახევარ განაკვეთზე 350 ლარს + 300 ლარი (დანამატი)
** დამსაქმებელი უზრუნველყოფს კვებას.
** დასვენების დღეები: შაბათი - კვირა.
მოვალეობები:
** საწყობში მისაღები და გასაცემი ტვირთების სატრანსპორტო საშუალებაზე დროული და უსაფრთხო დატვირთვა/ჩამოტვირთვის უზრუნველყოფა.
** სასაწყობე მეურნეობებში ტვირთების გადაადგილებაში/გადაზიდვაში და დასაწყობებაში მონაწილეობის მიღება.
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება. მონაწილეობის მიღება წუნდებული პროდუქციის აღრიცხვაში.
** საწყობში შეკვეთების მომზადება, შეკვეთის ხარისხობრივად და თვისობრივად გადამოწმება, შესაბამისობისა და რაოდენობის კონტროლი.
** სასაწყობე ტვირთებთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება და საწყობში არსებულ პროცესებში ჩართულობა. ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული სასაწყობე სამუშაოების შესრულება.
** საწყობში სამუშაო წესრიგის დაცვა/შენარჩუნება, საწყობის მოწესრიგება/დასუფთავება.
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობა.
** პუნქტუალურობა.
** შრომისმოყვარე
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@Gplus.Ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საწყობის თანამშრომელი სრული განაკვეთი ან საწყობის თანამშრომელი ნახევარი განაკვეთი სათაურის ველში (Subject)
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|